Поиск в словарях
Искать во всех

Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили - საწყაული

 

Перевод с грузинского языка საწყაული на русский

საწყაული

Ср. საწყავო

ჭურჭელი საცნობი რაოდენობისა ნოტიოთა, მარცვალთა, ფქჳლთა და ეგევითართასა (ისაი. 5, 10; ამოს 8, 5; მატ. 7, 2), мера, мерило жидкостей или сыпучих вещей.

I.ნოტიოთ საწყაოთაგან უმეტესად ხმარებული საზოგადოობასა შინა არს თუნგი, რომელიცა შეეფარდების საწონსა ლიტრასა და ესრეთ თუნგის მეოცედსა ნაწილსა უხმობენ სტილად და მეოთხედსა ჩარექად, ხოლო 3 თუნგი არს 1 ჩაფი და 30 ჩაფი საპალნე. არამედ ესენი ზოგგან უმეტესნი არიან და ზოგგან ნაკლებნი. კუალად 12 თუნგი არს 1 კოკა და 5 ჩარექი 1 დოქი, ხოლო 16 დოქი 1 გორა.

II. მარცვალთა, ფქვილთა და მისთანათა საწყაოთაგან უფრორე ხმარებული არს ჩანახი, ანუ მოდი, რომელიცა შთაიტევს 1 ლიტრას საწონისას ან მეტსა. 8 ჩანახი არს 1 კასრი ან კოდი. ზოგგან იხმარებიან თურქთა საწყაონი: ფოხალი არს ნახევარკოდი, თაღარი 3 კოდი, ხალვარი ან ხარვალი, ქართულად კაბიწი 12 კოდი და ნახევარ (ნახე კოდი). არიან კუალად ძველებურნი საწყაონი მარცვალთანი, წერილთა შინა მოხსენებულნი: ასსარონი, არტავი, გრივი, დორი, დორაკი, კოროსი, კოტვილი, მარი ანუ ხოისი, სატა, სომარი, ქსესტი, ღომორი და სხუანი (იხილენ თჳსთა ადგილთა).

Рейтинг статьи:
Комментарии:

Вопрос-ответ:

Ссылка для сайта или блога:
Ссылка для форума (bb-код):

Самые популярные термины